среда, 13 июля 2016 г.

ტრენინგის მე-9 დგე

საკმაოდ შრომატევადი,ნაყოფიერი და სასიამოვნო ტრენინგის ბოლო დღე.
დღევანდელ დღეს შევაჯამეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალები.დავახარისხეთ და გავაკეთეთ დასკვნები.ბლოგზე ავტვირთეთ პროექტი და მოვახდინეთ პრეზენტაცია.ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს მიუძღვის,რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი...ვფიქრობ ბევრის მომცემი კურსი იყო და რაც მთავარია,მას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში

ოქროსფერი შემოდგომა

вторник, 12 июля 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე,თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.გავეცანით ბლოგის სტრუქტურას

пятница, 8 июля 2016 г.

ტრენინგის მე- 7 დღე

დღეს განვიხილეთ მოდული 5.მოსწავლეთა პროექტის შეფასება,სადაც გავამახვილეთ ყურადღება განმავითარებელ თვითშეფასებაზე და წინარე ცოდნის დადგენის მიზნით მოსწავლეთა საჭიროებებზე.ასევე საუბარი გვქონდა დიფერენცირებულ სწავლებაზე,სადაც გავითვალისწინეთ მოსწავლეთ ინდივიდუალური შესაძლებლობები,რომელიც აქტუალური და აუცილებელი კრიტერიუმია პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელი დღე შრომატევადი იყო.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი წარმოვადგინეთ ელექტრონული გაზეთის სახით

воскресенье, 3 июля 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე 5 დღეს გავეცანით უკუკავშირის ფორმის ნიმუშს ,ვისაუბრეთ თუ რა რჩევები შეიძლება მივცეთ კოლეგებს უკუკავშირის სახით.შევქმენით პრეზენტაცია და ავკრიბეთ დრაივზე და ბლოგზე და განვიხილეთ საავტორო უფლებები და შევქმენით ჩემი პროექტისათვის შესაბამისი ფაილი

ოქროსფერი შემოდგომა

суббота, 2 июля 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

დგევანდელ დღეს ვისაუბრეთ მიმართულებების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.განვიხილეთ,თუ როგორი უნდა იყოს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის და გავწერეთ პროექტის გეგმაში.ასე საუბარი გვქონდა შეფასების ფორმებზე და მეთოდებზე.ტრენინგის ბოლოს შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. დავალების შესრულებაში დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს მიუძღვის,რისვისაც დიდი მადლობა მას.

пятница, 1 июля 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე

    დღევანდელ დღეს დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე.პირველ რიგში,ყურადგება გავამახვილეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე,რომელთა მიღწევაც გვსურს .პროექტის ეფექტურად დაგეგმისთვის გადავხედეთ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგი/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მინდოდა ჩემი თემის ფარგლებში. მადლობა ტრენერს                      

четверг, 30 июня 2016 г.

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში, ავირჩიეთ თემები ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.